Sunday, April 5, 2020

აღდგომა




აღდგომა


მარიამ მაგდალინელმა
მეფის მოქცევა ისურვა
და ერთი კვრცხის ამარა
  სრა-სასახლეში მისულა!

ამბობენ, რწმენით აღვსილი
ტიბერიუსთან წარსდგაო
და სიხარულით აუწყა:
„მეფეო, ქრისტე აღსდგაო!“

მეფემ მიუგო სიცილით:  
როგორ მივენდო შენ სიტყვას?
ქრისტე თუ აღსდგა,  ეგ კვერცხიც
 შეიღებება მთლად  წითლად!

სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი
კვერცხმა იცვალა ფერიო,
ჯერ ვარდისფერი გამხდარა,
მერე კი მთლად წითელიო!

მეფე შეშინდა, წამოდგა,
შესცქერის გაურკვეველი,
და მარიამმა მოუთხრო
ქრისტეს შესახებ ყოველი!

ამ ამბის შემდეგ წესად გვაქვს
კვერცხის შეღებვა ხალხსაო,
და სააღდგომოდ ერთმანეთს
ვულოცავთ: „ქრისტე აღსდგაო!“




                                ნინო ლარცულიანი. 5.04.2020


წყარო: http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/es-unda-vicodeth/8580-tsitheli-kverckhi-da-artosi.html


არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილას გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

5 comments:

ერთგულება

თენდება ნინოობა, მე შენთან მოვდივარ, და მომაქვს თვალები - ერთგულნი საოცრად, ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა, ჩემს ზემოთ მარტოდენ ცისფერი ცა ...