Tuesday, April 21, 2020

ქრისტეს მეგობარი


ქრისტეს მეგობარი

თითქოს ბავშვი ვარ და ქრისტე აქვე ცხოვრობს,
აგერ, ღობის მიღმა, ხეს თლის იოსები,
და ზედ შალაშინს რომ სწორად გადაუსვამს
დასცქერს ბურბუშელებს მშვიდად ღვთისმშობელი...


ღამით, თბილი რძე რომ ატკბობთ ნამუშაკევთ,
თურმე მეც იქა ვარ, მალვით კარს მომდგარი..
ქრისტეს ვუყვარვარ და ჩემკენ მოაშურებს,
სახლში შემოვყავარ სიყრმის მეგობარი...



                                      ამ დროს გულისცემის ცხელი ბიძგებიც კი
                                      ცემენ გამალებით, ცხენის ფლოქვებივით,
                                 თითქოს უშენობა ერთად შევკონე და
                                               ცეცხლში მოვისროლე ძველი ფურცლებივით!



                                            თითქოს ბავშვი ვარ და ქრისტეს მეგობარი
                                              და მან დაკარგული ისევ მომიძია,
                                  გული უშენობის სევდით ავად არი,
                         და მე უშენობა აღარ შემიძლია!
 
                                                  (ნინო ლარცულიანი)

                                                   

No comments:

Post a Comment

ერთგულება

თენდება ნინოობა, მე შენთან მოვდივარ, და მომაქვს თვალები - ერთგულნი საოცრად, ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა, ჩემს ზემოთ მარტოდენ ცისფერი ცა ...