ადამიანო
მსურს, მოგეხვიო
უნაზესად,
უღიმილესად,
და შევახვიო შენი სუნთქვა
ჩემს თბილ ხელებში,
რომ ცხელი გულით ვეამბორო გუმბათზე ფრესკას,
(ღვთიურ ხატების),
რომელიც მზეს ჰგავს!!!
------------------------------------------------------
ადამიანო,
შენს სულს ახსოვს პირველქმნადობა,
ღვთისგან
მამური სიყვარულის პირველგანდობა,
კაცობრიობის
ბალღობა თუ ახალგაზრდობა,
შენს სულს
ყოველი მოძრაობა ფაქიზად ახოვს!
და მეც
გეხვევი ამ
ვეება მეხსიერებას,
გეხვევი ადამს,
მის მოდგმას და მის გაგრძელებას,
არ შევუშინდეთ
გზის აღსასრულს
და გაძნელებას
რადგან
ახალი კიდობანი
იკვრის ძელებად...
მასში
ყოველი ჩვენგანი
ხომ ვართ თითო ღერი,
ჩამკიდე ხელი,
აქ წარსულიც მომავალია
და მოდის ქრისტე!
მოდის ქრისტე!
ძალიან ჩვენი!!!
ადამიანო, ადამიანს ჩაჰკიდე ხელი!
------------------------------------------------
მსურს, მოგეხვიო
უნაზესად, უღიმილესად,
და
შევახვიო შენი
სუნთქვა ჩემს თბილ ხელებში,
ვით
ხელსახოცში შეასვევენ ნაპოვნ ავგაროზს!
(ნინო ლარცულიანი. 2005 წელი)










